საფრანგეთი

საფრანგეთში 2020 წელს მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე ექვს თინეიჯერს ედება ბრალი

 Bertrand Guay/REUTERS

საფრანგეთის სასამართლო 27 ნოემბერს მასწავლებლის, სემუელ ბეტის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს, სადაც დანაშაულის ხელშეწყობაში ბრალი 6 თინეიჯერს ედება.

მასწავლებელი სემუელ ბეტი 2020 წელს ისლამისტმა ტერორისტმა მოკლა და თავი მოჰკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით ამის მიზეზი იყო მეტის მიერ გაკვეთილზე ნაჩვენები მოციქული მუჰამედის კარიკატურა. გამოძიების მიხედვით, სამუელ ბეტი სკოლის სიახლოვეს 18 წლის ისლამისტმა ტერორისტმა მოკლა, რომელიც წარმოშობით ჩეჩნეთიდან იყო. 

გამოძიების მტკიცებით ისლამისტ ტერორისტს მასწავლებელზე ინფორმაცია მისმა 14-15 წლის სტუდენტებმა მიაწოდეს. პროკურატურის მტკიცებით, ფულის სანაცვლოდ თინეიჯერებმა ისლამისტ ტერორისტს მასწავლებლის ვინაობა გაუმხილეს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მოსწავლეებს მოციქული მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო, ტერორისტს უთხრა, რომ ბეტიმ მუსლიმი მოსწავლეები გამოყო სანამ მუჰამედის კარიკატურას აჩვენებდა. როგორც შემდგომ გაირკვა, გოგონა ამ დროს კლასში საერთოდ არ იმყოფებოდა. 

თინეიჯერებს საფრანგეთის პროკურატურა დანაშაულებრივ შეთქმულებას და ცილისწამებას ედავება და თითოეულს დაახლოებით 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები