ბენქსი

დაანგრიეს შენობა, რომელზეც ბენქსის $1.2 მილიონად შეფასებული ნამუშევარი ეხატა

ბენქსის დახატული ფრესკა ინგლისის ქალაქ დოვერში
Leon Neal/Getty Images

ბრიტანეთის ქალაქ დოვერში დაანგრიეს შენობა, რომელზეც ბენქსის დაახლოებით 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ფრესკა ეხატა. შედეგად ცნობილი არტისტის ნამუშევარი განადგურდა.

ფრესკა ზღვის პირას მდებარე ქალაქ დოვერში 2017 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბრიტანეთმა რეფერენდუმის გზით ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.

ნამუშევარზე გამოსახული იყო მუშა, რომელიც ევროკავშირის დროშას 12 ყვითელი ვარსკვლავიდან ერთ-ერთს აშორებდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბენქსის ნახატი, რომელიც ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა, ღამით თეთრად გადაღებეს. ნამუშევრის აღდგენა შესაძლებლად მიიჩნეოდა, თუმცა მისი რეკონსტრუქცია დიდი ხარჯის გამო მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ბენქსის ნამუშევარი 2019 წელს თეთრად გადაღებეს
Luke MacGregor/Bloomberg/Getty Images

 

კომენტარები