უსაფრთხო ქვეყნების სია

IEP 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების სიას აქვეყნებს

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გლობალური მშვიდობის ინდექსის მე-17 ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე საშიში და უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნდა, რომელშიც 163 სახელმწიფო არის შეფასებული.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე უკვე 8 წელია ავღანეთია. 

საშიში ქვეყნების ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:

  1. ავღანეთი
  2. იემენი
  3. სირია
  4. სამხრეთ სუდანი
  5. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  6. უკრაინა
  7. რუსეთი
  8. სომალი
  9. სუდანი
  10. ერაყი

2008 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდიაა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში 7 სახელმწიფო ევროპულია. 

კვლევის მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდნენ:

  1. ისლანდია
  2. დანია
  3. ირლანდია
  4. ახალი ზელანდია
  5. ავსტრია
  6. სინგაპური
  7. პორტუგალია
  8. სლოვენია
  9. იაპონია
  10. შვეიცარია

IEP-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსით 94-ე ადგილზეა. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს წინ უსწრებს მოლდოვა, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი. 

კომენტარები