უკანონო ნადირობა

უკანონო ნადირობის ფაქტი – დუშეთში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

 Nika Tsiklauri, Eco Films Ltd

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დუშეთში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს.

"საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს. მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია". - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. 

უწყების მითითებით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში უკვე გადაიგზავნა.

კომენტარები