შეცდომად მიმაჩნია ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად იმაზე ფოკუსირება, ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორი კოალიციები იქნება. ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება, ცალკეული პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს - შესაძლოა, ამის მომენტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დადგეს, ტაქტიკურად ვინ როგორ ჩათვლის საჭიროდ საკუთარი ხმების გადაჯგუფებას. ოღონდ, ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მთავარი და ერთადერთი საკითხია, რომ ჯამი, რის ჯამზეც არის ლაპარაკი, გაიზარდოს. ანუ, გაიზარდოს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ამ ხელისუფლების შეცვლის მომხრეა. დღეს ეს ჯამი საკმარისი არაა იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმი დამარცხდეს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
არჩევნები 2024
ბოკერია ერთობაზე: მთავარია, იმ ხალხის რიცხვი გაიზარდოს, ვისაც ამ მთავრობის შეცვლა უნდა
tbl.ge/6mqu
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
ევროპული საქართველოგიგა ბოკერია2024 წლის არჩევნებიოპოზიციური ერთობაოპოზიციური ერთიანობასაქართველოს ოპოზიციაოპოზიციის გაერთიანებაარჩევნები 2024
ამავე თემაზე
- ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს
- ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა
- დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და სცემეს
- ხაბეიშვილი: დამითმია თვალიც, ცხვირიც, კიდევ რაც უნდათ, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა
- კობახიძე პრეზიდენტზე: ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს