ქუვეითი

ქუვეითის ამირა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუვეითის მე-16 ემირი, შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი
File: Yasser Al-Zayyat/AFP

ქუვეითის სამეფო კარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მმართველი, ამირა შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰი შაბათს, 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან აშშ-ს მოკავშირე, ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში ძალაუფლება ხელში 3 წლის წინ, 2020 წლის 29 სექტემბერს აიღო, მას შემდეგ, რაც მისი ნახევარძმა, შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 91 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა შეიხის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოში გასული თვის ბოლოს, ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემის გამო შეიყვანეს.

კომენტარები