ვენეციის კომისიის დასკვნა

ხაბეიშვილი: ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს. პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს და მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად "რუსული პარტიის" მიერ იყოს დანიშნული.

ეს შავით თეთრზე ვენეციამ დაწერა და ასევე, რაღაც კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, იმაზეც თქვეს, რა დადღაბნეს, რა სამსახურია, ვინ დანიშნა, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ "მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩო არ უზრუნველყოფს უწყების საკმარის დამოუკიდებლობას".

კომენტარები