ბრაზილია

ბრაზილიაში სანტა კატარინას ციხეს ადამიანებთან ერთად ბატები დაიცავენ

 REUTERS/Anderson Coelho

ბრაზილიის სამხრეთ შტატში სანტა კატარინაში ციხეს ადამიანებთან ერთად ბატები დაიცავენ. ბატები ციხის კედლებს შორის ბუნებრივ გარემოში, მცირე ტბებთან ბინადრობენ. სანტა კატარინას ციხის თანამშრომლების თქმით, ბატებს გამორჩეული სიფხიზლე ახასიათებთ და ძაღლებზე უკეთესი მცველი ცხოველებიც კი არიან. 

"ჩვენ გვაქვს ელექტრონული კონტროლი, ადამიანების კონტროლი და ახლა უკვე ბატების კონტროლიც, რომლებმაც ძაღლები ჩაანაცვლეს" - თქვა ციხის დირექტორმა მარკოს რობერტომ.

ციხის ადმინისტრაციამ ასევე დაამატა, რომ ბატების პოპულაციის მოვლა ციხის პირობებში უფრო იაფია, ვიდრე ძაღლების გაწვრთნა. მათი თქმით, არეალი საკმაოდ წყნარია, განსაკუთრებით ღამე, შესაბამისად ასეთ გარემოში ბატების გამოყენება უფრო უმჯობესია, ვიდრე ძაღლების. 

კომენტარები