იაპონია

იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავში მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა

Reuters

იაპონიის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავში მყოფი ექვსი ადამიანიდან ხუთი დაიღუპა, თვითმფრინავის პილოტი კი მძიმედ არის დაშავებული. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP წერს.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი, რომელსაც გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში დახმარება მიჰქონდა, Japan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს დაეჯახა. 

სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მის ბორტზე მყოფი 379 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.

კომენტარები