რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ქალაქ ორიოლის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

აფეთქება ორიოლში
Befunky

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ორიოლზე, კერძოდ, ნავთობის ბაზაზე. 

ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განმარტებით, კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

მოგვიანებით კლიჩკოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ასევე მიიტანა იერიში ბელგოროდის ოლქსზეც.

კომენტარები