44 წლის ალპერ გეზერავჯი პირველი თურქი ასტრონავტია, რომელიც სამ სხვა ევროპელ ასტრონავტთან ერთად კოსმოსში გაფრინდა. კოსმონავტები ფლორიდიდან NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდნენ და გაფრენის მიზანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისვლაა. ალპერ გეზერავჯი თურქეთის საჰაერო ძალების ვეტერანია.
კომერციული აფრენა ამერიკულმა სტარტაპ კომპანიამ Axiom Space-მა დაგეგმა და განახორციელა. ფრენა Falcon 9-ის ტიპის რაკეტით უნდა შესრულდეს და დანიშნულების ადგილს ორბიტაზე დაახლოებით 36 საათში უნდა მიაღწიონ.
რაკეტის გაფრენას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა Axiom-ისა და SpaceX-ის საერთო გადამღები ჯგუფი.