არჩევნები 2024

ნაცვლიშვილი ოცნებაზე: ფაქტია, თავადაც არ სჯერათ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ

ფაქტია, გუნდში სერიოზული კრიზისი აქვთ და თავადაც არ სჯერათ, რომ გაიმარჯვებენ [...] ძალიან კარგად იციან, რომ თითოეული მათგანი პოლიტიკურად ნულის ტოლია. აქამდე, ერთადერთი მათი კარტი ბიძინა ივანიშვილი იყო. თუმცა, ეს კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ ის ყავლგასული, გაცვეთილია და შესაბამისად, ვერანაირ რადიკალურ ეფექტს ვერ მოახდენს და ქართულ ოცნებას ახალ სიცოცხლეს ვერ შთაბერავს.

თქვა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზე საუბრის დროს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყოველთვის, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის მარცხით მთავრდებოდა.

კომენტარები