რუსეთი

სასწავლო ფრენისას ჩამოვარდნილი რუსული Ми-8-ის ფრაგმენტები ონეგის ტბაში აღმოაჩინეს

Donat Sorokin/ TACC

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს Ми-8-ის ტიპის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ფრაგმენტები კარელიის მხარეში, ონეგის ტბაში აღმოაჩინეს.

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ვერტმფრენი მყოფი ეკიპაჟის სამი წევრი სასწავლო ფრენაზე იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 4 თებერვალს ვერტმფრენი რადარებიდან გაქრა და მასთან კავშირი გაწყდა. 

"Ми-8-ის ვერტმფრენის ფრაგმენტები ნაპირიდან 11 კილომეტრში იპოვეს. ამ ადგილას ტბის სიღრმე 40-დან 50 მ-მდე მერყეობს". - უთხრეს TACC-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნავენ, შემთხვევის გამოსაძიებლად შეიქმნა ოპერატიული შტაბი და საგანგებო სიტუაციის გამოსაძიებელი კომისია.

კომენტარები