რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 16 დრონიდან 10 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

9 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში". - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს. 

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილები.

9 თებერვალს ღამით რუსი სამხედროები დრონებით თავს დაესხნენ ხარკოვის ოლქს, რის შედეგადაც ზმიევსკაიას თემში ხანძარი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დაშავდა ერთი ადამიანი.

კომენტარები