მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე სამთავრობო მედია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ნინო გიორგობიანს შეცვლის - ინფორმაციას ნინო გიორგობიანი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
"წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ" - წერს ნინო გიორგობიანი.
მიშა ფეიქრიშვილი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორად 2021 წელს დაინიშნა.