კორუფცია

"რეგიონებში იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები" – TI-მ კორუფციის რუკა გამოაქვეყნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (Transparency International Georgia) კორუფციის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც აღნიშნულია 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს რეგიონებში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. 

TI ადგენს, რომ თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები წლების მანძილზე მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შესყიდველებისგან. 

დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები  და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც  საერთაშორისო გამჭვირვალობა იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.

საერთასორისო გამჭვირვალობის მიერ სავარაუდო კორუფციის შემცველი შესყიდვები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარა – 736 469 823 ლარი
  • კახეთი – 421 000 000 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთი – 409 441 633 ლარი
  • შიდა ქართლი – 353 199 362 ლარი
  • იმერეთი – 131 994 071 ლარი
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი – 96 703 744 ლარი

 

კომენტარები