რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლეშჩუკი: ჩამოვაგდეთ 3 რუსული თვითმფრინავი

Alexander Zemlianichenko/AFP/ Getty Images

17 თებერვალს დილით უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი.

"ვერაფერი შეგვაჩერებს. გმადლობთ, მეომრებო!" - თქვა ოლეშჩუკმა.

კომენტარები