ლაზარე გრიგორიადისის საქმე

კლუბში KHIDI ფილმის "ლაზარეს 12 მსაჯული" პრემიერა გაიმართება

25 თებერვალს, 19:00 საათზე,  კლუბში KHIDI,  გაიმართება ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის, ლაზარეს 12 მსაჯულის პრემიერა, სადაც საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 

ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ, 22:00 საათზე ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება.

ლაინაფი: 4D monster lobsters, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა.

"პროექტზე მუშაობა თავისუფლების ინსტიტუტმა და ევროპულმა საქართველომ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს. ფილმში მონაწილე მსაჯულების შერჩევა მოხდა შემთხვევითი წესით, ონლაინ შემოსული განაცხადების საფუძველზე. 

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ ჭეშმარიტება შეიტყოს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ, იმ მტკიცებულებების და ჩვენებების შესახებ, რომელსაც ბრალდება ეფუძნება. 

ამავდროულად, ჩვენი მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ რეალური სისხლის სამართლის საქმის მაგალითზე იხილოს, თუ როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და რამდენად სასიცოცხლოა მისი გაფართოება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, რაც ევროპული საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს" - წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

კომენტარები