უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია.
აქამდე შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს, ამ დროისთვის პრეზიდენტის მოვალეობებს პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი ასრულებს.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ერთხმად მიიღო პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის განცხადება.