ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სუნაკი: შეგიძლიათ მოითხოვოთ სამოქალაქო პირების დაცვა, მაგრამ არა ძალადობრივი ჯიჰადი

რიში სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დაუნინგ სტრიტიდან მიმართვისას ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ, ძირითადად პროპალესტინურ პროტესტებზე თქვა, რომ ექსტრემიზმთან დაკავშირებული კრიმინალი "შოკისმომგვრელად" იზრდება, პარლამენტის წევრები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.

სუნაკის თქმით, ხალხს შეუძლია მსვლელობის თავისუფლად მოწყობა მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებათა დაცვა, თუმცა არა "ძალადობრივი ჯიჰადისკენ" მოწოდება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა დაასახელა აქტივისტების მიერ სლოგანის "მდინარიდან ზღვამდე" უესტმინსტერზე, ბიგ ბენის მხარეს გამოფენაზეც, რაც მისი თქმით, ანტისემიტურია და მთავრობა მსგავსი ქმედებების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში პოლიციის მაღალჩინოსნებს შეხვდა და "ნათელი გახადა", რომ საზოგადოება მათგან მოელის არა მხოლოდ პროტესტის მართვას, არამედ საპოლიციო კონტროლსაც.

"ჩემი სათქმელი პოლიციასთან ერთია: ჩვენ დაგიჭერთ მხარს, როდესაც მოქმედებას დაიწყებთ". - თქვა სუნაკმა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციების საპოლიციო კონტროლისთვის მიმდინარე თვეში მთავრობა სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, იმუშავებენ იმაზე, რომ მათთვის "ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრის" საზღვრის კვეთა გართულდეს, მიგრანტებს კი, ვინც სიძულვილის ენას ავრცელებენ, "აქ ყოფნის უფლება ჩამოერთვათ".

სუნაკის თქმითვე, 29 თებერვალს პარლამენტარ ტონი ლოიდის გარდაცვალების შემდეგ როჩდეილში გამართულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ჯორჯ გალოვეის გამარჯვება "შემაშფოთებელს მიღმაა, რადგან ამით საკანონმდებლო ორგანოში "დაბრუნდა კანდიდატი, რომელიც უარყოფს 7 ოქტომბერს მომხდარ საშინელებას, ადიდებს ჰეზბოლას და მხარს უჭერს ნიკ გრიფინს". სუნაკმა გრიფინი ულტრამემარჯვენე ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის (BNP) "რასისტ ყოფილ ლიდერად" მოიხსენია.

ამასთან გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ისლამისტი ექსტრემისტები და ულტრამემარჯვენე ჯგუფები "შხამს" ავრცელებენ. მისი თქმით, მათ სურთ, ბრიტანელებს ეჭვი შეეპაროთ საკუთარ თავში და ბრიტანეთის ისტორიაში და დაიჯერონ, რომ მხოლოდ გაერთიანებული სამეფო და ზოგადად დასავლეთი არის მსოფლიო პრობლემებზე.

"7 ოქტომბრის შემდეგ, ბევრი ცდილობს სიტუაციით ისარგებლოს... მზად უნდა ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა რთული იყოს ეს". - თქვა სუნაკმა.

კომენტარები