კორონავირუსი

გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა

გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა. ინფორმაციას BBC სამედიცინო ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მამაკაცმა ვაქცინები 29 თვის განმავლობაში კერძოდ შეიძინა და ექიმების რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ გაიკეთა. ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტის მკვლევრების ცნობით, მამაკაცს არანაირი გვერდითი მოვლენები არ ჰქონია.

ამავდროულად, მამაკაცისთვის ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ის კორონავირუსით არასდროს დაინფიცირებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს გვერდითი ეფექტები არ გამოუვლინდა, ზემოხსენებული უნივერსიტეტის მკვლევრები ჰიპერვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევენ.

"მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ სამდოზიანი ვაქცინაცია, მოწყვლადი ჯგუფებისთვის დამატებითი რეგულარული აცრებით, უპირატეს მიდგომად რჩება. არანაირი მინიშნება არ არის, რომ საჭიროა მეტი ვაქცინის გაკეთება". - აღნიშნავენ ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტის მკვლევრები.

კომენტარები