სალომე ზურაბიშვილი

მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე

სალომე ზურაბიშვილი/Facebook

ანსამბლ ფესვების ხელმძღვანელის, ბადრი დარჩიძის თქმით, შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ცენტრში სათანადო წერილი არ ყოფილა შესული მათ ორბელიანების სასახლეში ვიზიტთან დაკავშირებით. 

"მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დავბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, [მიწვევა] სიტყვიერიაო და ფაქტიურად სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო. [რეალურად მიმართული გქონდათ კულტურის ცენტრისთვის] კი, ერთი კვრის წინ... შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა, რომ წამოვედი მერე თქვეს, რომ არ მოსულაო და... [...] ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი" - ამბობს დარჩიძე მთავართან. 

14 მარტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში გამართულ მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა საუბრისას მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ანსამბლი ფესვები, რომელიც  ღონისძიებაზე აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს და სასახლეში მოსვლის ნება არ მისცეს. 

კომენტარები