რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

Zn.ua

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

"ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა". – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი ჯვარი.

იდენტიფიცირების შემდეგ დაღუპულთა სხეულებს ოჯახს დაუბრუნებენ.

26 იანვარს უკრაინამ 77 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენა.

კომენტარები