მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ

მე მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში ვადანაშაულებ - ბიძინა ივანიშვილს კი ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში. წარმოიდგინეთ, საქართველო ისეთი მანქანაა, რომელსაც საჭესთან ადამიანი უზის, ვინც უფსკრულისკენ მიექანება და მას გადაჩეხავს - ქართველი ხალხი კი სადღაც საბარგულში ჰყავს ჩაკეტილი. ჩვენ ქართველ ხალხს იმის საშუალება უნდა დავუბრუნოთ, რომ თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან დაჯდეს, ესენი კი ამ მანქანიდან გადავყაროთ.

თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

კომენტარები