ქართული ოცნება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე იონათამიშვილს მდინარაძე ჩაანაცვლებს

ქართული ოცნების ინფორმაციით, ფრაქციის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან რატი იონათამიშვილის გადადგომისა და ამავე პოზიციაზე მამუკა მდინარაძის არჩევის შესახებ, რომელიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობასაც შეითავსებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 19-22 მარტის პლენარულ სხდომებზე კენჭსაყრელ საკითხებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხიც იქნება.

12 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურად რატი იონათამიშვილი თავად წარადგინა -  ამ თანამდებობას მიხეილ სარჯველაძე იკავებდა, რომელიც 11 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები