თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში სამმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ათეულობით ადამიანი

Maxim Shemetov/Reuters

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას სამთავრობო მედია РИА Новости საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორესპონდენტის ცნობით, "ავტომატებიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ, თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს, შედეგად კი ხანძარი გაჩნდა".

ტელეგრამ-არხი Baza-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.

პარალელურად, ტელეგრამ არხი 112 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და საკონცერტო დარბაზში მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა.

კომენტარები