საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვინც სტადიონზე ვერ მიდიხართ – სად შეიძლება 26 მარტს თბილისში მატჩის ყურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

26 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ მატჩის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად დიდია - შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სრულად 6 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. tkt.ge-ის ინფორმაციით, ბილეთის შესაძენად რიგში სულ 337 600 ადამიანი იდგა.

აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი თამაშზე დასასწრები ბილეთის გარეშე დარჩა. ტაბულა გთავაზობთ ინფორმაციას იმ ადგილებისა და ობიექტების ნაწილის შესახებ, სადაც მატჩის ჩვენება გაიმართება და უბილეთო გულშემატკივრებს მისვლა და ყურება შეეძლებათ.

ვისაც მატჩის ღია ცის ქვეშ ყურება სურს, თამაშს დიდ ეკრანზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აჩვენებენ. თბილისის მერიის ორგანიზებითა და ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ბანკისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით, ადგილზე მისულ გულშემატკივარს ფანზონა, საკვები ობიექტები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები დახვდება.

თამაშის ღია ცის ქვეშ ჩვენება გაიმართება სასტუმრო სტამბას ამფითეატრშიც.

კროკობეთისა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საფეხბურთო დაპირისპირებას ლილო არენაზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ასევე, ადგილზე გულშემატკივრების წინაშე ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა და მუსიკოსები, ბაკურ ბურდული და Mix2ra წარდგებიან. ორგანიზატორების ცნობით, ლილო არენაზე 21:00 საათამდე მისულ სტუმრებს უფასო ლუდიც ერგებათ.

გულშემატკივარს მატჩის ხილვის საშუალება ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე პაბში, PUB 44-შიც ექნება.

შეხვედრის ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება დედაენის ბაღში მდებარე ბარ რუსტერშიც. გულშემატკივრებს მაგიდების დაჯავშნა წინასწარ შეუძლიათ.

თამაშის ჩვენება მოეწყობა ღვინის ბარ დროშები ჩქარაში, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს.

მატჩს აჩვენებენ რესტორანში სახლი ვერაზე, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. მსურველებს მაგიდების დაჯავშნა წინასწარ შეუძლიათ.

ერთა ლიგის ფინალს აჩვენებენ ქართულ რესტორან სენეშიც. გულშემატკივარი ადგილზე 2 კათხა ლუდის შეძენის შემთხვევაში, მესამეს საჩუქრად მიიღებს.

დიდ ეკრანზე თამაშის ნახვა მშრალ ხიდთან - რიგი გასტროდუქანშიც შეგიძლიათ.

შეხვედრის ხილვის საშუალება მსურველებს ირლანდიურ პაბში, დუბლინში ექნებათ, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. მაგიდების დაჯავშნა წინასწარაა შესაძლებელი.

მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე მოეწყობა გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ლაუნჯ ბარში, შაინში. 1 ადამიანისთვის დასწრების ღირებულება 10 ლარი იქნება, რომელშიც 1 ბოთლი ლუდიც შევა.

თამაშს აჩვენებენ მაჩაბელის 9 ნომერში მდებარე ბარ ათონელშიც.

მატჩის ჩვენებას უმასპინძლებს ქართული რესტორანი აბგა, რომელიც ღვინის აღმართზე მდებარეობს. გულშემატკივარს ადგილზე 1 ლუდის შეძენის შემთხვევაში, მეორეს უფასოდ გადასცემენ. მაგიდების დაჯავშნაა წინასწარ არის შესაძლებელი.

თამაშის დიდ ეკრანზე სანახავად რესტორანი შნოც გიმასპინძლებთ, რესტორანს შეგიძლიათ სამ მისამართზე ეწვიოთ, რკინის რიგი 6, ვაჟა ფშაველას ქუჩა 90 და ნატახტრის გზატკეცილზე ლუდსახარშ შნოში, ბოლო ორ მისამართზე 1+1 ლუდის აქცია დაგხვდებათ, ადგილები შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ.

საქართველოსა და საბერძნეთის თამაშს დიდ ეკრანზე აჩვენებენ რესტორან ბუფალო გრილში, რომელიც სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში მდებარეობს. გულშემატკივარს მაგიდების დაჯავშნა წინასწარ შეუძლია.

თამაშის დიდ ეკრანზე ჩვენება იგეგმება კარაოკე ბარ სადარბაზოში, რომელიც ლერმონტოვის 14-ში მდებარეობს.

მატჩს აჩვენებენ რესტორან ქვევრში. იქ მოსახვედრად გულშემატკივარს წითელი ან თეთრი სამოსი უნდა ეცვას. ადგილების დაჯავშნა წინასწარაა შესაძლებელი.

შეხვედრას აჩვენებს ვაჟა-ფშაველაზე მდებარე გოლდენ პაბი

თამაშის ყურება გულშემატკივარს რესტორან თაშრეში შეუძლია. ადგილზე 3 ლუდი ჰეინეკენის ყიდვის შემთხვევაში, მეოთხე უფასოდ გამდმოგეცემათ.

მსურველებს მატჩის ხილვის საშუალება კაფე ჰელმეტარიუმში ექნებათ. ადგილების დაჯავშნა წინასწარაა შესაძლებელი.

თამაშის დიდ ეკრანზე ჩვენებაა დაგეგმილი რესტორან ნამდვილში. გულშემატკივარს მაგიდების წინასწარ დაჯავშნა შეუძლია.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენებას გეგმავს რესტორანი ლუდის მოედანი, სადაც მაგიდების წინასწარ დაჯავშნაა შესაძლებელი.

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ოქროს კათხაში გულშემატკივარს მატჩის დიდ ეკრანზე ხილვა შეეძლება. მაგიდების დაჯავშნა უკვე დაიწყო.

კომენტარები