ლაზარე გრიგორიადისის საქმე

დღეს, ბარ დედაენაში "ლაზარეს 12 მსაჯულის" კინოჩვენება გაიმართება

დღეს, 27 მარტს, 19:00 საათზე ბარ "დედაენაში" ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტის, "ლაზარეს 12 მსაჯულის" კინოჩვენება გაიმართება. 

ფილმი ეძღვნება ლაზარე გრიგორიადისის მოდელირებულ სასამართლოს, რომელშიც სანქცირებული სასამართლოს ნაცვლად, საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 

"თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ მოდელირებული სასამართლო დრამა, რომელიც ეფუძნება ლაზარეს რეალურ საქმეს. თქვენ შეძლებთ ნახვას, რა მოხდებოდა, ლაზარეს რომ სამართლიანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქონოდა" - წერენ ორგანიზატორები. 

ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის მიხედვით, მოდელირებული სასამართლოსთვის მსაჯულები ონლაინ გამოქვეყნებული განცხადებით შეირჩა. 

კომენტარები