რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანული ფირმები უკრაინის არმიას დრონების გაუმჯობესებაში ეხმარებიან

Evolve Dynamics-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკ დიუჰერსტი
REUTERS/Toby Melville/File Photo

გაერთიანებულ სამეფოში კომპანია Evolve Dynamics-ის ინჟინრები ცდილობენ შეიმუშაონ ტექნოლოგია, რომელიც უკრაინის სადაზვერვო დრონებს საშუალებას მისცემს, რუსეთის მხრიდან სიგნალის ჩახშობის მცდელობების მიუხედავად, მუშაობა გააგრძელონ.

პარალელურად, მსოფლიოში უკრაინის მოკავშირეები საერთაშორისო ძალისხმევას დებენ უკრაინის დრონების პროგრამაში, რაზეც უკრაინა იმედს იმ საბაბით ამყარებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია მას რუსეთთან ომში უპირატესობას მოუტანს.

უკრაინას დრონებით მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა ამარაგებს, ხოლო ზოგიერთი ამას გარდა დრონების ტექნოლოგიურ განვითარებაზეც მუშაობს, რათა უკრაინამ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობებთან გამარჯვება შეძლოს.

ამ დროისთვის უკრაინაში ჯამში დაახლოებით 200 დრონების მწარმოებელი კომპანიაა და ქვეყნის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრი ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს უკრაინას 2 მილიონი დრონის დამზადება შეუძლია.

კომენტარები