ევროპის ჩემპიონატი 2024

კალაძე: რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე, ხო ეს შედეგიც არ იქნებოდა

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გემო გამარჯვების . რომელმაც იცის გემო წარმატების, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, უამრავი პრობლემა გვქონდა, დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არა შუქი, არა გაზი, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღესაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა, მშვიდობა შევინარჩუნოთ. რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე, ხო ეს შედეგიც არ იქნებოდა. ამიტომ იმასაც მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, როგორი დამოკიდებულება აქვს სპორტის მიმართ, როგორი მიდგომები აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს

თბილისის მერი კახა კალაძე იმედის ეთერში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე.

აღსანიშნავია, რომ 27 მარტს ერთა ლიგის ფინალში უკრაინამაც გაიმარჯვა - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში ომში მყოფი ქვეყანაც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები