ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 28 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.    

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩების მოსახლეობას.    

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მაისურაძის, თრიალეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები