სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში 22 275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელია, ხოლო
კაცებისთვის - 32.1 წელი.
რაც შეეხება განქორწინებას, საქსტატმა 2023 წელს 13 664 რეგისტრირებული განქორწინება აღრიცხა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინების რიცხვი შემცირებულია ყველა რეგიონში გარდა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის.