რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, დაუდასტურებელი ცნობით, თავად ჩამოაგდეს [VIDEO]

ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის მახლობლად ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აქამდე ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს. დაუდასტურებელი ცნობებით, თვითმფრინავი თავად რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ფაქტის ამსახველი ვიდეოები სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

მომხდარს გამოეხმაურა ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი და თქვა, რომ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, პილოტმა კი კატაპულტირება მოასწრო და ცოცხალია.

თავდაპირველი ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი Су-35 იყო, თუმცა, როგორც ომის მხარდამჭერი რუსი Z-ბლოგერები წერენ, ეს Су-27 იყო. ერთ-ერთ მსგავს არხზე წერდნენ, რომ ის ბელბეკის აეროდრომიდან აფრინდა.

რუსეთის საჰაეროს თავდაცვას საკუთარი თვითმფრინავები წარსულშიც ჩამოუგდია.

კომენტარები