პოლონეთი

ტუსკის თქმით, ომი აღარაა ცნება წარსულიდან და ევროპა წინა-საომარ ერაში იმყოფება

 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკის თქმით, ომი აღარაა წარულის ცნება და ევროპა ახლა წინა-საომარ ერაში შევიდა. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს ევროპაში ვერავინ შეძლებს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპელ კოლეგებს სთხოვა, აღარ გამოეყენებინათ სიტყვა "ომი" საჯარო განცხადებებში, რაზეც ტუსკმა უპასუხა, რომ პოლონეთში ომი აბსტრაქტული იდეა აღარ არის. 

"არავის შეშინება არ მსურს, მაგრამ ომი აღარაა კონცეპტი წარსულიდან, ის რეალურია და ორი წლის წინ დაიწყო" - თქვა დონალდ ტუსკმა. 

ტუსკმა ასევე კომენტაარი გააკეთა, ვლადიმერ პუტინის მცდელობაზე, მოსკოვში მომხდარი ტერაქტი უკრაინას დააბრალოს, რაც მისი აზრით, დიდი იერიშის გამართლების მცდელობაა. დონალდ ტუსკმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა უფრო მეტი სამხედრო დახმარება გამოუყონ უკრაინას. მისი თქმით, შემდეგი ორი წელი რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი იქნება და ახლა ევროპა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდს გადის. 

კომენტარები