აზია

ჩრდ. კორეა იაპონიასთან დიალოგს არ აპირებს – ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეას იაპონიის მთავრობასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯოგნმა თქვა, რომ იაპონიის პრემიერმინისტრმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 

აღნიშნული პირდაპირ არ დაუდასტურებია იაპონიის ხელისუფლებას, თუმცა, კიშიდამ პარლამენტში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ლობირებს შესაძლო სამიტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

კიშიდამ ხაზი გაუსვა სამიტის გამართვის მნიშვნელობას, რათა გადაწყდეს ისეთი ორმხრივი საკითხები, როგორიცაა ათწლეულების წინ ფხენიანის ჯაშუშების მიერ იაპონიის მოქალაქეების გატაცება. 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი დაადასტურა ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ელჩმაც და ხაზგასმით გაიმეორა, რომ იაპონიის ხელისუფლებასთან არანაირი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება. 

 

კომენტარები