ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ICJ ისრაელისგან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და ანგარიშის წარდგენას ითხოვს

ჰააგის სასამართლო (ICJ) ისრაელისგან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და ერთი თვის ვადაში ანგარიშის წარდგენას ითხოვს. სასამართლოს პოზიციით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პოლიტიკა ღაზის სექტორში არაადეკვატურია და მასობრივი შიმშილის დაწყების რისკები არსებობს. 

ჰააგის სასამართლო ისრაელს მოუწოდებს ღაზის სექტორს საბაზისო ჰუმანიტარული დახმარება, სუფთა წყალი, საკვები, საწვავი და მედიკამენტები მიაწოდოს. 

პალესტინის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ. სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში თავდაპირველად შეიტანა სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ და ითხოვდა გენოციდის დანაშაულის განხილვას ჰამას-ისრაელის ომში, თუმცა ჰააგის სასამართლომ დაადგინა არა გენოციდის დანაშაული არამედ გენოციდის მაღალი რისკები. 

სასამართლომ ისრაელისგან ერთი თვის ვადაში ანგარიშის წარდგენა მოითხოვა ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებებზე ღაზაში იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ქმედებები გენოციდის კონვენციას არ არღვევს. 

"ისრაელი გააგრძელებს ახალი ინიციატივების დანერგვას, და არსებული დახმარების გაფართოებას, რათა უზრუნველვყოთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა" - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიორ ჰაიატმა. 

კომენტარები