რუსული კანონი

მდინარაძე: ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი – გამჭვირვალობა, გადაგვაგდეს

რაც შეეხება პირობებს, რომელზეც ისინი საუბრობენ. მამუნათებენ პირადად მე და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს თუ წარმოომადგენლებს. დიახ, ჩვენი პირობა იყო, კანონი არ დაგვებრუნებინა. მათი პირობა, მათი ნათქვამი იყო - ფინანსების გამჭვირვალობა.

სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ათასობით მაგალითი შეიძლება უკვე, მოვიტანოთ... მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, ეს პირობა არ სრულდება., კიდევ უფრო უარესდება.

ამიტომ ახლა პირობებს თავი დაანებონ, და რაღაცა ქუჩური სტილის გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის... სად არის და აქ არის ის პირობა. დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით არცერთი წამით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო და ახლა მათ უნდათ, რომ იბრძოლონ შავი ფულისთვის, და ის პირობა, რომ გამჭვირვალე... პირობა კი არა, მათი მხრიდან, უფრო მეტი, მოცემულობად იყო წარმოდგენილი. ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს, ქართული სახელმწიფო გადააგდეს, საზოგადოება მოატყუეს. სად არის მათი არათუ პირობა, არამედ მოცემულობად დადებული გარანტიები, რომ გამჭვირვალეა ისედაცო, სად არის გამჭვირვალე, აბა?

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პარლამენტში დაბრუნებულ რუსულ კანონზე.

კომენტარები