რუსული კანონი

ბითაძე: გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ? ღირსებით ვივლით EU-სკენ

გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა, ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზაციამ, უბრალოდ დაააადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალი-თქო და რას აკეთებთ?!

  1. ეძახით უცხოელს დასახმარებლად - წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?!
  2. გვიბლოკავთ პოსტებს და არეპორტებთ ორგანიზებულად;
  3. ცენზურა შემოიღეთ
  4. ატყუებთ მოქალაქეებს

თქვენ მართლა ხო არ ფიქრობთ, გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ?

თუ გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?!

ვერა და არა მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაჩენთ ძალიან დიდ შანსს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ!

ქართული ოცნების დეპუტატი მაია ბითაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმართავს "ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას, ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა".

კომენტარები