რუსული კანონი

მდინარაძე რუსულ კანონზე: ხვალამდე გაძლევთ დროს, გვითხარით რატომ არის დამაზიანებელი

შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ გავიტანდით, არ შევაბრუნებდით და საქართველოში მოხდა ექსტრემიზმის, ლგბტ პროპაგანდის და ათასი რამის შავად დაფინანსება... ჩანდა უკვე, რომ შემოდიოდა გაცილებით დიდი შავი ფული. ანუ ჩვენ, ჩვენ პირობაზე ვიდექით, ხმას არ ვიღებდით და მეორე მხრიდან აყირავებას გვიპირებდნენ პირდაპირ... შენ პირობა დადე, შენ თქვი, რომ არ შემოატრიალებდი და მე კი ახლა ამ შავ ფულს ათი იმდენს შემოვიტან და უნდა ფეიკებით გადაგაგდო ავრიო ქვეყანა, დავაფინანსო ლგბტ პროპაგანდა, რადიკალიზმი რევოლუციური სცენარები და მაინც შენ პირობაზე დარჩი რანაირი დათქმაა, რაზე გვამუნათებენ.

რაც შეეხება გაეროს, გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ სამყაროში, დასავლურ სამყაროში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, ვიმეორებ, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ, რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ. 

გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული უმრავლესობის სახელით, გაეროს წარმომადგენელმა გვითხრას რატომ დააზიანებს, რატომ არის ცუდი ის, რაც არ აზიანებს და არ არის ცუდი ამერიკაში, საფრანგეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ, რატომ და კი ბატონო, შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს.

[...] ხვალამდე გაძლევთ დროს, რატომ აზიანებს ის [რუსული კანონი] საქართველოში რაღაცას, აღარ დავაკონკრეტოთ, რაც არ აზიანებს ევროპაში, გვითხარით და გაგცემთ პასუხს.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. 

კომენტარები