შარშან, ამ დროს, ერთი წამით ვერ ვიფიქრებდი, ვერ დავუშვებდი მარტის იმ დღეებში, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ ისევ ქუჩაში მოგვიწევდა გამოსვლა. მე ვარ გაოგნებული ამ სითავხედით, პირველ რიგში, რაც გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უკვე მიგვაჩვია, რომ არცერთ დადებულ პირობას არ ასრულებს, მაგრამ მიკვირს, რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ წლები გავა და ისტორია მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ახლა ევროკავშირის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის ამ პუტინის რუსული კანონის უკან შემობრუნება და ძალით მიღება რასაც ნიშნავს, ამას ისტორია დაარქმევს თავის სახელს.
tbl.ge/6r2b
დაკოპირდა
თქვა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მარშზე მისულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
დღეს, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე რუსული კანონის საწინააღმდეგო მარში გაიმართა.
ინგა გრიგოლიაქართული ოცნებაანტისამთავრობო გამოსვლებიანტისამთავრობო აქციებირუსული კანონიაქცია რუსული კანონის წინააღმდეგრუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია
ამავე თემაზე
- დუგინი: ქართული ოცნება უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან
- ივანიშვილის რეჟიმმა წაქცეული დიმიტრი ჩიქოვანი 5 კაცს აცემინა [VIDEO]
- რეჟიმი პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმის სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლში
- ხაბეიშვილი: როცა ადამიანი მხდალია, შიშზე აგებს პოლიტიკას – ჰგონიათ, შეაშინებენ საზოგადოებას
- გიორგი ონიანის სახლთან არიან მისულები და კარზე უბრახუნებენ, იქ ბავშვია მარტო - გვარამია