რუსული კანონი

ქოჩორაშვილის მამა: საქართველოს გზა ევროპაშია, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".

ცოტა ხნის წინ როინ ქოჩორაშვილმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა და მედიას მიმართა.

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია" - წერს ქოჩორაშვილი.

კომენტარები