რუსული კანონი

წილოსანი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობებზე: თავის საქმეში უფრო პროფესიონალები არიან

ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსებისა და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, ის მსახიობები, რომლებიც ამ პროცესებში ერთვებიან, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულები.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო - რუსეთს, ეკრანებსა და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა, იქ გვესაუბრონ.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი.

"არა რუსულ კანონს!" - ამ განცხადებით დაასრულეს ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი "მეფე ლირი".

კომენტარები