ბოლო პერიოდში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთი წელია, ჩვენ მომსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, რასაც ჰქვია რუსული კანონი - თითქოს, ეს კანონი რუსულია. აქვე, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, ვინმეს რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს - არა რუსულ კანონს. მე ამაში გიერთდებით. საქართველოში რუსული კანონი არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს გარდა არავის აწყობდეს. მაგრამ, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივართ.
tbl.ge/6r9d
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ქართული ოცნებამამუკა მდინარაძესაქართველოს პარლამენტიკანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებრუსული კანონი
ამავე თემაზე
- თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა - ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე
- ოპოზიციური პარტიები ოფისებზე პლაკატების გაკვრის ამსახველ მასალებს ავრცელებენ
- ოქრიაშვილი რუსულ კანონზე: მისი მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს
- "საქართველო გარე ძალების დახმარების გარეშე შედის EU-ში" - თსუ რექტორის ციტატებს აქვეყნებს
- კალაძე: ტელეფონის შეცვლა მომიწია, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება - ვინ არიან