რუსული კანონი

ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა - თსუ-ს სტუდენტი

სტუნდეტები თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტების თქმით, ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს ლექტორის საქმიანობა უნივერსიტეტში.

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევქმნით პეტიციას - ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს". - ამის შესახებ ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა.

სტუდენტები თსუ-ში არიან შეკრებილები და მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან მისვლას გეგმავენ, რათა რუსული კანონი გააპროტესტონ.

დღეს, 22 აპრილს, 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არის დაგეგმილი. უკვე მეხუთე დღეა - უმეტესად სტუდენტები, თვითორგანიზებით პარლამენტთან იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობით სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მიდიან.

კომენტარები