საქართელო-რუსეთი

რცხილაძე კონფერნეციაზე: ქართულ-რუსული ერთობაა, ერთსულოვნება და სიყვარული

დღეს, 22 აპრილს, თბილისში იმართება კონფერენცია "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2024, მიზიდულობის ძალები". 

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი კომუნიკაციების განვითარების  კვლევითი ეროვნული ინსტიტუტია (НИИКР), რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.

საქართველოს მხრიდან, კონფერენციის ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაციის, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნულ კონფერენციას აფასებს, როგორც "ქართულ-რუსულ ერთობას, ერთსულოვნებას და სიყვარულს."

"ის არის ქართულ-რუსული ერთობა, ერთსულოვნება და სიყვარული - ალბათ მასეა, თქვენ მთავარი არხი ხართ და ყველაფერი იცით". - თქვა რცხილაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა თვით გულბაათ რცხილაძეს დღევანდელ კონფერენციასთან მან რუსული ლექსიკით უპასუხა, რომ ის არის "командир корабля".

"მე ვარ командир корабля - ჰო, ხომალდის მეთაური ვარ, მე სადაც ვარ, ყოველთის ნაჩალნიკი ვარ". - თქვა ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გულბაათ რცხილაძემ მთავარ არხთან საუბრისას. 

 

კომენტარები