რუსული კანონი

ფოტიგა: ვხედავთ ქართულ საზოგადოებაზე კონტროლის დაწესების მცდელობას

Ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქართველ ხალხს. ჩვენ სწორედ აქ, ევროპარლამენტში გავერთიანდით პოლიტიკური დაყოფის დროს, როცა ხმას ვაძლევდით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რეალურად ეს მოხდა ქართველი ხალხის ნების გამოვლენის, მათი დიდი ხნის მიზნის აღიარების გამო, დაბრუნებულიყვნენ დასავლურ სამყაროში, დასავლურ სტრუქტურებთან. 

გასულ წელს, ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველი ხალხის მასშტაბური დემონსტრაციები წამოყენებული რუსული კანონის წინააღმდეგ - ეს კანონი არის უბრალოდ სარკისებრი დემონსტრაცია მანამდე, კრემლში მიღებული კანონმდებლობისა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის სრულ კონსოლიდაციას, როგორც ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე დასავლეთის სფეროში და დასავლურ დემოკრატიებში ავტორიტარული გავლენების გამოსააშკარავებლად.

ქართული ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვხედავთ დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქართულ საზოგადოებაზე კონტროლის დაწესების მცდელობას მაშინ, როცა ხელისუფლება ცდილობს სანქციებს გვერდი აუაროს - ჩვენ ვხედავთ პრობლემას რუსეთის ფედერაციის სახით, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა კავშირებისა და სექტორების დამალვის სახით, ასევე, საქართველოს ოლიგარქის კავშირების სახით რუსულ გავლენასთან, რომელიც ამ წელს გამოაშკარავდა.

თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, პეტრას აუსტრევიჩუსთან, ურსულა ფონ კრამონთან და ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები