რუსული კანონი

შსს: აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, სპეციალური საშუალება გამოვიყენეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ "მიიღო ძალადობრივი ხასიათი". მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. 

"მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. 

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს" - აცხადებს შსს.

პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ. მათ სცენაზე ასვლა სურდათ, თუმცა, სამართალდამცველები ადგილს ქართული ოცნების 29 აპრილს დაგეგმილი კონტრაქციისთვის იცავენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

კომენტარები