რუსული კანონი

ვაშაძე და ბეჟაშვილი რუსული კანონის განხილვისას კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა.

ოხანაშვილმა დეპუტატები სხვისი გამოსვლების დროს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

ამ წუთებში პარლამენტში რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი განიხილავს, სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

კომენტარები