რუსეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთში პოლიციელებს დაესხნენ თავს, თავდამსხმელები ლიკვიდირებულია

კადრი 28 აპრილს, ყარაჩაი-ჩერქეზეთში მომხდარი თავდასხმის ადგილიდან
Tass

28 აპრილს, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მარა-აიაგის დასახლებაში, უცნობი შეიარაღებული პირები თავს პოლიციელებს დაესხნენ თავს

ორმხრივი ცეცხლის შედეგად მოკლულია ორი სამართალდამცავი, ხოლო თავდამსხმელთა 5-კაციანი ჯგუფი ლიკვიდირებულია.

"ბოროტმოქმედები, ВАЗ-2109 მარკის მანქანით მიუახლოვდნენ პოლიციელების ერთ-ერთ სამორიგეო პუნქტს. თავდამსხმელებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს და სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი ხელსაწყო ისროლეს. საპასუხო ცეცხლის შედეგად მოქმედებაში მოვიდა ერთ-ერთი თავდამსხმელის ასაფეთქებელი ხელსაწყო". – წერია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად ასევე დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი: ორი საგზაო საპატრულო სამსახურის, ერთი როსგვარდიისა და ერთი შსს-ს თანამშრომელი.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლულები იდენტიფიცირებულები არიან, როგორც 22 აპრილს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის მონაწილეები.

22 აპრილს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ნიჟნი რინკის დასახლებაში, თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის მანქანას, შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 1 პოლიციელი.

კომენტარები