პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო. სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარბაზი დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.